Bank of America-ს კრიპტო მრჩევლები: სტაბილკოინის მიღება გარდაუვალია

0
863

Bank of America-ს კრიპტოვალუტის საკითხებში მრჩევლებმა ენდრიუ მოსმა და ალკეშ შაჰმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადეს, რომ სტაბილკოინები დღევანდელი ელექტრონული ვალუტების გარდაუვალი ევოლუციაა.

„ჩვენ ველით, რომ სტაბილკოინების მიღება და გადახდებისთვის გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზრდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ფინანსური ინსტიტუტები ციფრული ვალუტის ვაჭრობაში გამოყენებას სწავლობენ. გადახდის კომპანიები კი თავიანთ პლატფორმებზე Blockchain ტექნოლოგიას ნერგავენ”,- აღნიშნულია ენდრიუ მოსმასა და ალკეშ შაჰას განცხადებებში.

ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა (FRB) კვირის დასაწყისში გაკეთებულ მოხსენებაში სახელწოდებით „ფული და გადახდები: აშშ დოლარი ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში“ აშშ-ს მიერ CBDC-ის პოტენციური მიღების უპირატესობები და უარყოფითი მხარეები შეაფასა.

ბანკმა განიხილა, შეუძლია თუ არა CBDC-ს პოტენციურად გააუმჯობესოს უსაფრთხოება და ეფექტური იყოს გადახდების სისტემაში, რადგან გადახდების სისტემა განაგრძობს განვითარებას, რამაც შესაძლოა ქვეყნებს შორის გადახდის უფრო სწრაფი ვარიანტების წარმოქმნა გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ Bank of America ბიტკოინის სალვადორში მიღებას მომხრეა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი