Tornado Cash-მა განაცხადა, რომ Chainalysis Sanctions Oracle-ს იყენებს, რათა დაბლოკოს საფულის მისამართები, რომლებიც აშშ-ს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერაა სანქცირებული.
აღნიშნულ პროტოკოლს შეუძლია გამოიკვლიოს აშშ-ს, ევროკავშირის ან გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნებისა თუ პირების მიეხედვით, კრიპტო ტრანზაქციების ადრესატები.
კომპანიამ აღნიშნული განცხადება, მას შემდეგ გააკეთა რაც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის კიბერკრიმინალი დაჯუფება Lazarus Group-ი 600 მილიონი დოლარის ღირებულების, არაკანონიერი ტრანზაქციების განხორციელებაში ამხილა.
ჰაკერებმა 80,3 მილიონი დოლარის ღირებულების ეთერიუმი Tornado Cash-ის მეშვეობით გადარიცხეს.
”ფინანსური კონფიდენციალურობის შენარჩუნება აუცილებელია ჩვენი თავისუფლების შესანარჩუნებლად. თუმცა ყოველ ნაბიჯზე მისი დაცვა მკაცრი კონტროლის ფასად უნდა შევძლოთ”,- განაცხადა Tornado Cash-ის გუნდმა.
Tornado Cash-ის მიერ ამ პროტოკოლის გამოყენების შემდეგ მომხმარებლებისათვის დამატებითი განმარტება გააკეთა კომპანიის თანადამფუძნებელმა, რომან სემენოვმა.
მან განაცხადა, რომ ეს უსაფრთხოების პროტოკოლი მხოლოდ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე ბლოკავს წვდომას და არა “ჭკვიან კონტრაქტებზე”.