ირანი მაინინგში სუბსიდირებული ენერგიის უკანონო გამოყენებისთვის ზომებს ამკაცრებს

0
796

ირანის მთავრობა კრიპტო მაინინგისათვის სუფსიდირებული ელექტრო ენერგიის მოხმარების შემთხვევაში ჯარიმებს ზრდის.

ეს ირანის მთავრობის მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯია კრიპტო მაინინგის რეგულაციების გამკაცრებისკენ გადადგმული, რომელიც ბოლო წლებში, ქვეყანაში არსებული ენერგო დეფიციტითაა გამოწვუელი.

ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების, განაწილებისა და გადაცემის კომპანიაზე დაყრდნობით The Tehran Times-ი იტყობინება, რომ მთავრობა მაინინგის ზეგანაკვეთურ ოპრაციებზე ჯარიმების მკვეთრ ზრდას გეგმავს.

ჯარიმები განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირებისათვის, რომელბიც სუფსიდირებულ ენერგიას მოიხმარენ აღნიშნული ოპერაციებისათვის.

„აკრძალულია საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კომერციული აბონენტებისათვის სუფსიდირებული ელექტრო ენერგიის კრიპტო მაინინგისათვის გამოყენება”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, მოჰამედ ხოდადადი ბოჰლოულმა.

ბოჰლოულის თქმით, მაინინგში სუბსიდირებული ენერგიის გამოყენებაზე ჯარიმები გაიზრდება მინიმუმ სამჯერ და მაქსიმუმ ხუთჯერ. განმეორებით დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ბიზნესის ლიცენზიის გაუქმება და დამნაშავის დაპატიმრებაც კი.

აღსანიშნავია, რომ ირანში კრიპტოვალუტის მაინინგის ოპრაციები 2019 წლიდან ლეგალურია და ლიცენზირების პროცესს ექვემდებარება.

გასული წლის დასაწყისში, მარეგულირებელ ორგანოს 1000-ზე მეტი ლიცენზია ჰქონდა გაცემული კრიპტო მაინინგისათვის, რამაც ქვეყანაში ელექტრო ენერგიის მოხმარების მხრივ კატასტროფული შედეგები გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი