ანალიტიკოსების განცხადებით მომავალში Tesla S&P 500-მა შესაძლოა, ბიტკოინის ფასის გაზრდა გამოიწვიოს.
9 სექტემბერს Tesla-ს საფონდო ფასი 10,92%-ით გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ასევე გაიზარდა თითქმის 5%-ით.
Skew–ის მონაცემებით, ბიტკოინსა და S&P 500 – ს შორის 1 თვიანი კორელაცია 18%–დან დაახლოებით 55%–მდე გაიზარდა.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქციები ასახავდა მნიშვნელოვან პასიურ შემოდინებას. ჩვენი აზრით, საფონდო ბირჟა შეიძლება იყოს ზეწოლის ქვეშ S&P 500 “ჩართვის” შეფერხების შემდეგ, განსაკუთრებით იმ ინვესტორების მხრიდან, რომლებიც ყიდულობდნენ აქციებს, განაცხადის დაწყებამდე, პასიური სახსრების გაყიდვის შესაძლებლობის მოლოდინით”,-აღნიშნა Baird–ის ანალიტიკოსმა ბენ კალიომ.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კი აშშ-ს საფონდო ბირჟამ ვარდნა დაიწყო Tesla-ს აქციებიც დაეცა.
ამასთანავე, ბიტკოინის ფასი დაეცა და აღდგა Tesla-ს საფონდო ფასთან ერთად.
Skew–ის მონაცემებით კი, ბიტკოინისა და აშშ –ს აქციებს შორის კორელაცია ახლა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიის წინა პერიოდში იყო.