გარემოს დამცველები კრიპტოვალუტის POW-დან PoS-ზე გადასვლას ითხოვენ

0
817

ეთერიუმის Blockchain-ის მუშაობის დადასტურებიდან ფსონის მტკიცებულებაზე გადასვლამ მისი ენერგიის მოხმარება 99%-ზე მეტით შეამცირა.

ამის ფონზე ბევრმა გარემოსდამცველმა და კლიმატის ცვლილებების აქტივისტმა, იგივე ბიტკოინზეც მოითხოვა.

ეთერიუმის შერწყმის შემდეგ, შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა გარემოსდაცვითმა სამუშაო ჯგუფმა (EWG) განაცხადა, რომ ერთი მილიონი დოლარის ღირებულების კამპანიას დაიწყებს, რათა ბიტკოინს „გამწვანებისაკენ“ მოუწოდონ, რადგან მათი თქმით ძველებური მიდგომა და პროტოკოლებზე დაფუძნებული გაფრთხილებები არ მუშაობს.

აღნიშნული განცხადება გარემოსდაცვითმა ჯგუფმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კიდევ ერთმა გარემოსდაცვითი აქტივობების ჯგუფმა – Greenpeace-მა Fidelity Investments-ს მოუწოდა POW-დან PoS-ზე გადასვლისაკენ.

„კრიპტოვალუტის სხვა პროტოკოლები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ეფექტური კონსენსუსის მექანიზმებით. ბიტკოინი იქცა სიმბოლოდ, რომელიც უარს ამბობს კლიმატზე პასუხისმგებლობის აღებაზე”,- განაცხად EWG კამპანიის დირექტორმა, მაიკლ ბრუნმა.

მედიასთან საუბრისას, EWG უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, სამთავრობო საკითხებში, სკოტ ფაბერმა განაცხადა, რომ Merge-ის ღონისძიება ზოგადად კარგია კლიმატისთვის ეთერიუმის Blockchain-ის ენერგეტიკული მოთხოვნების შესამცირებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი