ადამიანებმა, რომლებმაც ბიტკოინის საშუალებით ასეულობით მილიონი დოლარის კაპიტალი დააგროვეს

0
2575

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ციფრული ვალუტით ვაჭრობა უკვე მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბდა. წლების წინ, როდესაც ბიტკოინი პირველად გამოჩნდა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც წინასწარ ხვდებოდნენ ბიტკოინის სამომავლო წარმატებას. ამიტომ, მათ გარკვეული კაპიტალი მაშინვე ჩადეს, რის შედეგდაც, დღეს, ამ ადამიანების ანგარიში ტრადიციულ ვალუტაში ექვსნულიანი ციფრებით ბოლოვდება.

ბარი სილბერტი არის ციფრული სავალუტო ჯგუფის დამფუძნებელი. გავრცელებული ცნობებით, მან 48 000 ბიტკოინი 2014 წელს შეიძინა. მაშინ, ბიტკოინის ღირებულება მხოლოდ 350 დოლარს შეადგენდა. ამ წარმატებული დაბანდების შემდეგ, დღესდღეობით, მისი კაპიტალი 16,8 მილიონი დოლარიდან 268. 8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ჩარლი შრემი მიეკუთვნება იმ ადამინათა ჯგუფს, ვისაც ბიტკოინის გამოჩენისთანავე მისი წარმატების იმედი ჰქონდა. ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც 2011 წელს 500 ბიტკოინი შეიძინა. მაშინ, 1 ბიტკოინი მხოლოდ 3 დოლარი ღირდა. გარკვეული დროის შემდეგ, ბიტკოინის კურსის ზრდა დაიწყო და ჩარლი შრემმა თავისი ბიტკოინის კაპიტალიც გაზარდა. ამის შემდეგ, შრემი ფულის დაგროვებით არ შემოიფარგლა და მთლიანად ციფრული ვალუტების ბიზნესში ჩაერთო. მან 2011 წელს ბიტკოინებით სავაჭრო ბირჟა ნიუ-იორკში დაარსა.

ტიმ დრეიპერს ამერიკული მედია საკმაოდ რისკიან ბიზნესპერსონად აფასებს. ტიმ დრეიპერმა 2014 წელს 19 000 დოლარად 30 000 ბიტკოინი შეიძინა. ახლანდელი ბიტკოინის კურსის თანახმად, მისი შეძენილი ბიტკოინების ღირებულება დაახლოებით, 600 მილიონი დოლარს შეადგენს.

ბიტკოინის მფლობელი ყველაზე ცნობილი ტყუპი ძმები კამერონ და ტეილერ უინკლევოსები არიან. თავდაპირველად, ისინი საზოგადოებისთვის ცნობილები გახდენენ მარკ ცუკერბერგთან დავის გამო. ძმებს ცუკერბერგთან სერიოზული უთანხმობა “Facebook”- ის გამო მოუვიდათ. ტყუპები მას “Facebook”-ის საავტორო უფლებებს ედავებოდნენ. უინკლევოსებმა მარკ ცუკერბერგს სასამართლოში 65 მილიონი დოლარი მოუგეს. ამის შემდეგ, 2013 წელს ძმებმა 11 მილიონი დოლარი ბიტკოინში დააბანდეს. ბიტკოინის ფასის ზრდასთან ერთად, შესაბამისად იზრდებოდა მათი კაპიტალიც. უკანასკენლი მონაცემების თანახმად, უინკლევოსები პირველი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც ბიტკოინით მილიარდი დოლარის კაპიტალის დააგროვება მოახერხეს.

მსგავსი ისტორიების არსებობა, ჯერჯერობით, იმას ამტკიცებს, რომ ბიტკოინს “ეკონომიკურ ბუშტად” ქცევა და შემდეგ გაქრობა არ ემუქრება. მსოფლიოში არსებობენ რეალური ადამიანები, რომლებმაც ბიტკოინის მეშვეობით ასეულობით მილიონი დოლარის კაპიტალი დააგროვეს. მათ ეს შეძლეს მხოლოდ სწორი ფინანსური პროგნოზირების საშუალებით. ისინი იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, კრიპტოვალუტის ვაჭრობის დროს მთავარია მომხმარებელმა სწორ დროს იყიდოს ან გაყიდოს ციფრული ვალუტა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი