ჩინელმა სამართალდამცავებმა კრიპტო თაღლითობის სქემა გამოამჟღავნეს

0
1036

ჩინეთის ხელისუფლებამ ექვს ადამიანს ბრალი დასდო 5,88 მილიარდი აშშ დოლარის PlusToken-ის თაღლითური სქემით მოპარვისათვის. თუმცა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 109 ადამიანი იყო მოკვლევის ობიექტი.

ბრალდებულებს ჩენ შაოფენგს, ლუ ჯიანგუას, ლუ ჯიანღუას, ლუ ჩინგჰაის, ჯინ სინგაჰის, ვანგ ინსა და ჟანგ ცინს პროკურატურა ბრალს 7 ოქტომბერს წაუყენებს.

სამართალდამცავმა უწყებამ განაცხადა, რომ დაკავებულები ფინანსური პირამიდის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში არიან ბრალდებულნი.

თაღლითური სქემის ლიდერი მაისში დააპატიმრს. კიდევ ექვსი ეჭვმიტანილის ექსტრადაცია კი ვანუატუდან ჩინეთში მოხდა.

PlusToken–მა 2018 წლის თებერვალში განაცხადა, რომ ის არის სამხრეთ კორეაში დაფუძნებული კრიპტო ბირჟა, რომელიც მომხმარებელს პროცენტის მომმატებელ ანგარიშებს სთავაზობს. პროცენტული მაჩვენებელი კი თვეში 10%–დან 30% –მდე მერყეობს.

თაღლითურის სქემის საშუალებით დაკავებულებმა მოიპოვეს 200000-ზე მეტი ბიტკოინი, 789,000 ეთერიუმი და დაახლოებით 3 მილიონი დოლარის ღირებულების EOS.

შეგახსენებთ რომ, მას შემდეგ, რაც PlusToken-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ივნისის თვეში აღარ ჰქონდათ თავიანთ თანხებზე წვდომა, საქმეში ჩინეთის პოლიცია ჩაერთო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი