სოციალური მედია Snapchat-ი ICO-ს რეკლამას აკრძალავს

0
2364

სოციალური მედია, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია Snapchat-ი თავდაპირველი მონეტარული შეთავაზების (ICO) რეკლამას აკრძალავს.

Snapchat-ის მშობელმა კომპანია Snap-მა უკვე დაიწყო კრიპტო ტოკენის გაყიდვის რეკლამების შეზღუდვა.

CoinDesk-თან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ Snapchat-ი ICO-ს რეკლამებს მართლაც, აკრძალავს. თუმცა კომპანია კომენატრას არ აკეთებს იმის შესახებ აკრძალავა სხვა კრიპტოვალუტებზეც გავრცელდება, თუ არა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში, Facebook-მა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამები აკრძალა. ასევე, Google-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ ივნისში კრიპტოვალუტის რეკლამებს აკრძალავას შვილობილო Youtube-დანაც კი გეგმავს.

სულ ბოლოს კი, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელების მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვას Twitter-იც მხარს დაუჭერდა. თუმცა გავრცელდა Twitter-ის აღმსასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის კომენტარი, სადაც მომავალ მსოფლიო ეკონომიკაში ბიტკოინს ერთადერთ ვალუტად მოიაზრებს.

ჯეკ დორსის განცხადების შემდეგ ეჭვი აღარავის ეპარება, რომ Twitter-ი კრიპტოვალუტის რეკლამას არ აკრძალავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი