სამხრეთ კორეა: კრიპტოვალუტის გამოყენებით ბანკებს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

0
2475

სამხრეთ კორეის ფინანსური მარეგულირებელი გამოიძიებს ადგილობრივი ბანკების ფულის გათეთრების ოპერაციებთან კავშირს, რომელშიც სავარაუდოდ, კრიპტოვალუტა იყო გამოყენებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფინანსო დაზვერვის ჯგუფი და საფინანსო ზედამხედველობის კომისია ერობლივად დაიწყებენ მუშაობას. უწყებები დააკვირდებიან კრიპტოვალუტების ანგარიშების მოძრაობას, რომლებიც სამხრეთ კორეის ბანკებშია გახსნილი.

2017 წლის დეკემბერში, საფინანსო ზედამხედველობის კომისიამ განაცხადა, რომ იგი გააუქმებს ანონიმურ კრიპტო-ვაჭრობას და მოითხოვა, რომ ტრეიდერების ანგარიშები კრიპტო-ბირჟებზე დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ბანკის რეალურ ანაგრიშებთან მფლობელების რეალური სახელითა და გვარებით.

ამასთანავე, სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა კიმ დონგ-იეონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა კრიტოვალუტის აკრძალავას ან რაიმე სახით ჩახშობას არ გეგმავს.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ 6 მარტს სამხრეთ კორეის მთავრობამ საჯარო მოხელეების კანონით აუკრძალა კრიპტოვალუტის ფლობა და ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი