ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

0
3110

ინგლისის საფეხბურთო კლუბის, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი სინაგაპურში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა GCOX-თან პარტნიორობს. პარტნიორობის მიზანია ფეხბურთელის სახელობის მონეტის OWN coin-ის შექმნა.

OWN token-ის გამოყენება შესაძლებელი იქნება რაიმეს შესაძენად ან სპორტსმენის მიერ შერჩეულ საქველმოქმდო ფონდებში შემოწირულობის გადასარიცხად.

რაც შეეხება GCOX ბირჟას: GCOX არის Blockchain-ზე დაფუძნებული startup-ი, რომელიც “სელებრითებს” საშუალებას აძლევს საკუთარი ციფრული ვალუტა შექმნან. ამასთანავე, კრიპტოვალუტით გულშემატკივრებს “სელებრითის” ამა თუ იმ, პროდუქციის ყიდვა შეუძლიათ.

GCOX- ის შექმნის იდეა პირველად 2017 წლის თებერვალში გაჩნდა. პროექტის ავტორები ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა პირველი კრიპტოვალუტის ბირჟა, სადაც “სელებრითებს” საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნა შეეძლებოდათ.

შეგახსენებთ, რომ “სელებრითების” მიერ ციფრული ვალუტის შექმნის საკითხის მიმართ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია კრიტიკულადაა განწყობილი.

მარტის დასაწყისში, ნიუ-ჯერსის მარეგულირებელი სტივენ სეგალის მიერ ICO შექმნის იდეას არცთუ პოზიტიურად შეხვდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი