ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია MicroStrategy-ის ბიტკოინის სააღრიცხვო პრინციპს არ ეთანხმება

0
1213

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნეს კომპანია MicroStrategy-ი, მის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) სააღრიცხვო პრაქტიკასთან, რომელიც კრიპტო შესყიდვებს უკავშირდება.

SEC-ის წარმომადგენელის მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, საქმე ეხება MicroStrategy-ის ანგარიშგების ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ბიტკოინის შესყიდვებთან. კომპანია არასაყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების (GAAP) გამოყენებით აწარმოებდა ანალიტიკას.

თავად კომპანია აცხადებს, რომ მათ მაჩვენებლების გამოთვლის ეს მეთოდები ბიტკოინის შესყიდვებისთვის გამოიყენეს, რა დროსაც გამორიცხული იყო მოეხდინა გავლენა აქციებზე დაფუძნებულ კომპენსაციის ხარჯებისა და გაუფასურების შედეგად არამატერიალური აქტივებიდან მიღებულ ზარალზე, რომელიც შემოსავლებთანაა დაკავშირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ GAAP წესები კრიპტოვალუტის ღირებულების საანგარიშოდ არ არის შექმნილი. თუმცა, MicroStrategy-მ 124,391 ბიტკოინი უკვე შეიძინა, რაც წარმოადგენს 4.7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რამდენიმე შესყიდვას.

SEC-ის განცხადებით, MicroStrategy-ს მოუწევს მომავალში წარსადგენი ანგარიშები აღნიშნული პრინციპის გარეშე წარმოადგინოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი