ჰაკერების თაღლითობის მცდელობამ კრიპტო YouTuber-ების არხებზე წარუმატებლად ჩაიარა

0
703

გუშინ, შუადღისას ჰაკერები თავს დაესხნენ კრიპტო YouTuber-ების პოპულარულ ანგარიშებს, რა დროსაც მოხდა არასანქცირებული ვიდეოების გამოჩენა, სადაც საფულეებში კრიპტოვალუტის გადარიცხვას ითხოვდნენ.

ამ ცნობილი ანგარიშების მოკლე სია ასე გამოიყურება: “BitBoy Crypto”, “Altcoin Buzz”, “Box Mining”, “Floyd Mayweather”, “Ivan on Tech” , “The Moon” და ა.შ.

საფულის მისამართი Binance Smart Chain-ში იყო რეგისტირებული და როგორც ცნობილი გახდა, სულ რამდენიმე გადარიცხვას ჰქონდა ადგილი, რომლის საერთო ღირებულებამ 850 დოლარი შეადგინა.

“Box mining“-ის არხის მფლობელმა, მაიკლ გუმ მედიასთან ამ თემაზე ისაუბრა: ”საბედნიეროდ, ჩვენ შევამჩნიეთ ის ვიდეო პირდაპირ ეთერში გასვლიდან ორ წუთში და მოვახერხეთ მისი წაშლა. მიუხედავად ამისა, იმ დროისთვის ვიდეოს უკვე ჰქონდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ნახვები და კომენტარები”.

მაკლ გუ ვიდეოს წაშლით არ შემოიფარგლა და დამატებით აღნიშნა, რომ არხზე სრული მონიტორინგი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მას არ შეხვედრია ვირუსები და რაიმე სახის “ქსელური მახე”, რომელიც ჰაკერებს შეიძლებოდა დაეტოვებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი