PayPal-მა ციფრული ვალუტის ყიდვის ლიმიტი გაზარდა

0
1137

PayPal–მა განაცხადა, რომ მან კრიპტოვალუტის ყიდვის ლიმიტი გაზარდა გარკვეული მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.

თანხა კვირაში 20,000– დან 100,000 დოლარამდე მერყეობს. კომპანიის თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა მომხმარებლებისათვის მეტი არჩევანის გაკეთების და მოქნილობის შეთავაზებას, კრიპტოვალუტის შეძენისას.

როდესაც PayPal–მა განაცხადა, რომ იგი კრიპტო სივრცეში 2020 წლის ოქტომბერში გადავიდოდა, მაშინვე დასძინა, რომ აშშ-ში მდებარე კლიენტებს საშუალება ექნებოდათ კვირაში 10,000 დოლარის კრიპტოვალუტა შეეძინათ.

თუმცა მოგვიანებით ისე გამოვიდა, რომ აღნიშნული ლიმიტი 20,000-მდე გაიზარდა. ვაჭრობაში ჩართული PayPal-ის კომპანია Venmo-ს განცხადებამდე, აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა აღნიშნა, რომ ელოდა, რომ PayPal– ზე კრიპტო ტრანზაქციების საშუალო თვიური მოცულობა თვეების განმავლობაში 200 მილიონ დოლარს მიაღწევდა.

ანალიტიკური საიტის Statista–ს თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლისთვის PayPal–ს დაახლოებით 392 მილიონი მომხმარებლის აქტიური ანგარიში ჰქონდა. კომპანიამ განაგრძო ინვესტიცია Blockchain-ზე ორიენტირებულ კომპანიებში, მათ შორის Blockchain Capital-სა და პლატფორმა TRM Labs-ში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი