Origin Protocol-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

0
1410

Origin Protocol-მა განაცხადა, რომ ბიტკოინის პროტოკოლი OUSD გატეხეს. ზარალის ოდენობა კი არცთუ ისე ცოტაა.

აღნიშნული პროექტის პროტოკოლების ჩაშვება ბაზარზე, როგორც ცნობილია, სექტემბერში დაიწყო.

ახლა კი კომპანია ამ სამწუხარო განცხადებას აკეთებს.

Origin Protocol-ის დამფუძნებელმა, მეთიუ ლიუმ განაცხადა, რომ პროტოკოლი გატეხეს და აღნიშნა, რომ დაკარგულია 7 მილიონი დოლარი.

გუნდმა ამჟამად არ იცის საიდან მოხდა თავდასხმა. მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ეთერუმის ერთ-ერთი მსხვილი გადარიცხვა გახდა ჰაკერული შეტევის მიზეზი.

კომპანიის უსაფრთოხების თანამშრომელბი მუშაობენ ახლა ამ თავდასხმის აღმოფხვრის საკითხზე.

კომპანია ზარალის მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს. ასევე კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ პრიორიტეტულია მომხმარებლების ანგარიშების დაცვა და პირადი ინფორმაციის უსაფრთოხების უზრუნველყოფა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ტრეიდერებს და ბიჟის მომხმარებლებს ურჩიეს, რომ ამ ეტაპზე, არ შეიძნინონ კომპანიის პროდუქცია, რადგან ფასები არ ასახავს რეალობას.

შესაბამისად, შესაძლოა, კლიენტების ფინანსებს დიდი ზარალი მიადგეს. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს დაელოდონ ხარვეზის აღმოფხვრას და შემდეგ განაგრძონ კრიპტო ოპერაციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი