IBM-ი Blockchain ტექნოლოგიას მოდის ინდუსტრიაში დანერგავს

0
1321

IBM-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკონსულტაციო კომპანიია. IBM-ის მომდევნო პროექტი მოდის ინდუსტრიას უკავშირდება.

IBM-ის Blockchain ეკოსისტემაში შესვლა ღრმავდება ახალი პარტნიორობით ტექსტილისა და მოდის ინდუსტრიაში მიწოდების ჯაჭვების დასადგენად.

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ტექნიკურმა გიგანტმა განაცხადა, რომ ის თანამშრომლობს გერმანიის ტექსტილის მწარმოებელ Kaya & Kato-სთან, რათა შექმნან Blockchain ქსელი, რომელიც აკვირდება ქსოვილების დამუშავებას, რომლებიც გამოიყენება მოდის ინდუსტრიაში.

ახალი პროგრამა საშუალებას მისცემს Kaya & Kato–ს მომწოდებლებს და მომხმარებლებს დაადგინონ სად ხდება ქსოვილების დამუშავება.

მომხმარებლები ასევე წარმოებისა და განაწილების პროცესების თითოეულ საფეხურს გაეცნობიან.

”ქსელი შექმნილია იმისთვის, რომ შეიქმნას გამჭვირვალობა ტანსაცმლის წარმოშობის შესახებ, ბოჭკოდან დაწყებული საბოლოო პროდუქტის დასრულებამდე და მომხმარებლებს სამოსის ხარისხთან დაკავშირებით მიაწოდოს ინფორმაცია”,- აღნიშნულია IBM-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივას მხარს უჭერს გერმანიის ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტრო.

Morning Consult-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ გამოკითხულთა 75% გამოთქვამს შეშფოთებას მოდის ინდუსტრიის წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების საკითხზე, მაგრამ 64 % გამოთქვამს მზაობას, რომ ისინი მოიხმარენ პროდუქციას, თუკი კომპანიის მიერ შეეთავაზებული სისტემა იმუშავებს და ეცოდინებათ როგორ იქმნება სამოსი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი