ამერიკულმა მაინინგის კომპანიამ 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

0
951

პენსილვანიაში დაფუძნებულმა Stronghold Digital Mining-მა საკუთარი ფინანსების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ კომპანია 105 მილიონ დოლარს ფლობს.

მედიისთვის გაკეთებული განცხადების თანახმად, კომპანიის პირველადი ელექტროენერგიის წარმოება ნარჩენ ნახშირს გადააქცევს ისეთი მასშტაბის ენერგიად, რომელიც მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის ექვივალენტურია. აღნიშნული ენერგია კი გამოყენებული იქნება ბიტკონისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისათვის.

აღსანიშნავია, რომ Citigroup Inc.–ის ბოლო ანგარიშის თანახმად, ბიტკოინის მაინინგის დროს 66-ჯერ მეტი ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე 2015 წელს დაიხარჯა.

კომპანიის კვლევაში ნათქვამია, რომ ნახშირბადის გამონაბოლქვი, რომელიც უკავშირდება მაინინგს, სავარაუდოდ, მზარდი კონტროლის წინაშე დადგება.

ამ იდეას იზიარებს Mastercard–ის ახალი კვლევაც. კომპანიამ, ახლახანს, გამოუშვა საკუთარი ნახშირბადის კალკულატორი. კვლევის მიხედვით კი, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ ახლა გარემოს დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე COVID-19.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი