კონგრესი კრიპტო რეგულაციების ახალ ტალღას აანონსებს

0
1411

ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონგრესმენები 2021 წელს ციფრულ ვალუტას მკაცრ რეგულაციებს დაუწესებენ.

საქმე ეხება წინადადებას, რა დროსაც შესაძლოა, სერიოზულად შეიზღუდოს ან აიკრძალოს ე.წ. დამალული ციფრული აქტივების საფულე, რომელიც ამავდროულად არის მთელი ინდუსტრიის ძირითადი კომპონენტი.

ამასთანავე, შეერთებული შტატების სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა შესაძლოა, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მკაცრი კანონმდებლობის მიღებაზე თანხმობა განაცხადოს.

წინადადებას კრიპტო საზოგადოების ფართო აღშფოთება მოჰყვა. საჩივრებს შორის ბევრს მოჰყავს ის არგუმენტი, რომ მნუჩინი ამ წესს გამორიცხავდა ჯო ბაიდენის მთავრობაში მოსვლამდე, ახლა კი თავდაა მისი ინიციატორი.

მიმდინარე დაჩქარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც კოვიდ პანდემიის გამო სწრაფ რეაგირებებს ითხოვს, კიდევ ერთი კანონდარღვევა მოჰყვა აღნიშნულ განცხადებას.

როგორც წესი, კომენტარის გაკეთება საზოგადოებას და სამთავრობო წარმომადგენლებს 60 დღის განმავლობაში შეუძლიათ. თუმცა ამჯერად მხოლოდ 15 დღიანი ვადაა დაწესებული, რომელიც ორშაბათს იწურება.

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა შობამდე ცოტა ხნით ადრე გაჟღერდა. თუმცა, მაინც, არასაკმარისი დროა საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის და ნებისმიერი დარგის მიმართ რაიმე სახის ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების მისაღებად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი