Balancer-ი ეთერიუმის Optimism-ს იყენებს

0
1125

ავტომატური ბაზრის შემქმნელმა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლმა Balancer-მა ოფიციალურად გამოიყენა Ethereum layer-2 სკალირების გადაწყვეტა Optimism-ის პლატფორმაზე, რომელიც მომხმარებლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად არის შექმნილი.

ეს კი მასშტაბურობის გაზრდასა და საფასურის შემცირებაში გამოიხატება. Balancer’s Optimism-ის დანერგვა განხორციელდა ბეთჰოვენ X-თან ერთად, რომელიც Fantom Network-ზე მოქმედი დეცენტრალიზებული საინვესტიციო პლატფორმაა.

როგორც ცნობილია, ორივე გუნდმა ერთად შეიმუშავა დეცენტრალიზებული პლატფორმა. Balancer Labs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერნანდო მარტინელიმ, განაცხადა, რომ პროექტის Optimism-ზე განთავსება გამოხატავს რწმენას, რომ ორფენიანი სკალირების გადაწყვეტილებები ეფექტური იქნება ტრანზაქციის საფასურის და ქსელის გადატვირთულობის შესამცირებლად.

Optimism-ი არის 2-ფენიანი სკალირების გადაწყვეტა, რომელიც ეთერიუმშია შექმნილი უფრო სწრაფი და იაფი ტრანზაქციების განსახორციელებლად.
როგორც ცნობილია, ქსელი ეთერიუმზე დაფუძნებულ ყველა დეცენტრალიზებულ აპლიკაციას Optimistic Rollups-ის მეშვეობით უჭერს მხარს. ეს არის სკალირების გადაწყვეტა, რომელიც მუშაობს ეთერიუმის ძირითადი ჯაჭვის პარალელურად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი