ჯეფრი ტაკერი: ბიტკოინი კრიზისის დროს უსაფრთხო თავშესაფარია

0
1451

ეკონომიკური კვლევის ამერიკული ინსტიტუტის დირექტრომა, ჯეფრი ტაკერმა ბიტკოინის ფასის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

ეკონომისტი დიდი ხანია ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ადამიანების ჯგუფში ირიცხება.

“მე არ ვღელავ ბიტკოინის 6.000 დოლარიან ნიშნულზე. მე მაშინ შევშფოთდები, როდესაც ფასი 30 დოლარზე აღმოჩნდება”,- აღნიშნა ჯეფრი ტაკერმა.

ჯეფრი ტაკერმა ასევე განაცხადა, რომ ბიტკოინი შექმნილია იმისთვის, რომ ფინანსური კრიზის დროს ამოქმედდეს.

”ბიტკოინი შეიქმნა იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციში როგორცშიც ახლა ვართ უსაფრთხო თავშესაფარი გახდეს”,- განაცხადა ჯეფრი ტაკერმა.

ციფრული ვალუტების ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა, მაიკ ნოვოგრაციმ “ტვიტერზე” დაახლოებით ერთი კვირის წინ პოსტი გამოაქვეყნა.

”ბიტკოინის კურსი მომდევნო თვეების განმავლობაში არამდგრადი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ 2020 იქნება და უნდა იყოს კიდეც ბიტკოინის წელი”.

დაახლოებით ერთი თვის წინ კი CNBC-სთან ინტერვიუს დროს მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ბიტკოინი საუკეთესო ბრენდია:

”ბიტკოინი, ალბათ, ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში საუკეთესო ბრენდია, რომელსაც 200 მილიარდდოლარიანი საბაზრო კაპიტალიცაზია აქვს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი