Coinbase-ი ირლანდიაში ოპერირებას იწყებს

0
1435

Coinbase-ი სამუშაო არეალს აფართოებს. ამჯერად კრიპტოვალუტის ბირჟამ ირლანდიის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო.

რამდენიმე დღის წინ Coinbase–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბირჟა იმ მცირეოდენი კომპანიების ჩამონათვალს შორის მოხვდა, რომელმაც ვაჭრობის ლიცენზია მიიღო.

Coinbase–მა თავისი პირველი ოფისი დუბლინში 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ლიცენზიის მოსაპოვებლად.

“ევროპა წარმოადგენს Coinbase-ისთვის უზარმაზარ შესაძლებლობას და ლიცენზიის მიღება კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია. ირლანდიის ცენტრალური ბანკისგან მიღებული ლიცენზია საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა. ეს ასევე საშუალებას მოგვცემს რეგიონის მასშტაბით უფრო და უფრო განვავითაროთ ჩვენი მომსახურეობა”,- განაცხადა Coinbase-ის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის მთავრობამ ევროკავშირის მეხუთე დირექტვივა 2019 წლის იანვარში დაამტკიცა. დირექტივა ფულის გათეთრებას ეხება.

მეხუთე დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, დირექტივა ვრცელდება კრიპტოვალუტის პლატფორმებსა და კრიპტო-საფულის პროვაიდერებზე, რომელთა მთავარი მოვალეობაც არის მომხმარებელთა დაცვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი