Binance-ი ტრადიციული კომპანიების შეძენასა და მათ კრიპტო სექტორში მოზიდვას გეგმავს

0
1305

Financial Times-ის მიხედვით, Binance-ი ტრადიციული ტიპის კომპანიების შეძენით ცდილობს თავისი ბიზნეს ინტერესების დივერსიფიკაციას.

„ჩვენ გვსურს ჩავდოთ ინვესტიცია ერთ ან ორ სამიზნეზე ეკონომიკურ სექტორში და ამ გზით მათ კრიპტო სივრცეში გადმოყვანას შევეცადოთ“, – განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ.

Binance-ი, რომელიც უკვე ფლობს მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტო ბირჟის ტიტულს, მიზნად ისახავს ტრადიციულ ვალუტაზე მომუშავე ბიზნესები შემოიერთოს, რათა კიდევ უფრო გაზარდოს კრიპტოვალუტის ფართომასშტაბიანი მიღება და საკუთარი ბიზნესის დივერსიფიკაცია.

აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბიძგის მიცემა კრიპტოვალუტის მიმართ დაბალი ინტერესის მქონე კომპანიებისთვის გაზრდის საერთო საბაზრო კონკურენციას.

ექსპერტების აზრით, განცხადება ნაწილობრივ უკავშირდება თებერვლის დასაწყისში Binance-ის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტიციას, რა დროსაც ბირჟამ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მედია საშუალება Forbes-ში განახორციელა.

ამ ფაქტმა კი Binance-ის შესაძლებლოები საგრძნობლად გაზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი