NortonLifeLock–მა მაინერებისთვის უსაფრთხო პლატფორმა შექმნა

0
1169

კიბერ უსაფრთხოების კომპანიამ, NortonLifeLock–მა Norton 360-ის გამოშვება დაიწყო. Norton 360 არის ანტივირუსული პლატფორმა, რომლის ტესტირებაც გასული კვირის ბოლოს დაიწყო.

ამ ეტაპზე როგორც ცნობილი გახდა, პლატფორმას ეთერიუმის მაინერები შეუერთდებიან.

Norton-ი უახლოეს თვეებში ასევე გეგმავს მაინინგის მომსახურების სრულად გახსნას თითქმის 13 მილიონი მომხმარებლისთვის.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ Norton-ის სერვისის მოთხოვნა მომხმარებლებს შეუძლიათ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის გარეშეც.

კომპანიის წარმომადგენელმა CNN Business-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ Norton-ი გეგმავს სხვა კრიპტოვალუტების მოპოვების მხარდაჭერასაც.

NortonLifeLock–ის პროდუქტის მთავარმა ოფიცერმა, ვინსენტ პილეტმა სიამაყით განაცხადა, რომ მისი კომპანია გახდა პირველი კიბერ უსაფრთხოების კომპანია, რომელიც მომხმარებელს იმ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც საშუალებას აძლევს მაინერებს უსაფრთხოდ და მარტივად აქციონ უქმე დრო კომპიუტერზე ციფრული ვალუტის შოვნის შესაძლებლობად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი