დუბაიში კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სისტემა შეიქმნა

0
1051

არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული ახალი კანონის მიღების შესახებ განაცხადა.

შეიხ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ მან გამოსცა კანონი, რომელიც კრიპტოვალუტის საკანონმდებლო ბაზას დუბაიში ქმნის. მისი მიზანია ინვესტორების დაცვა და ინდუსტრიის მმართველობისთვის ბევრად უსაფრთხო საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება.

გარდა ამისა, მმართველმა განაცხადა, რომ ახლადშექმნილ დუბაის ციფრული ვალუტების მარეგულირებელ ორგანოს (VARA), აღსრულების უფლებამოსილება არამარტო დუბაის ფინანსურ ცენტრებში, არამედ ემირატის სპეციალური განვითარებისა და თავისუფალ ზონებშიც ექნება.

„კრიპტოვალუტის შესახებ კანონის დამტკიცება და დუბაის მარეგულირებელი ორგანოს დაარსება სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯია, რომელიც აყალიბებს და გამოხატავს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პოზიციას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს Blockchain სექტორის დახმარებასა და ინვესტორების დაცვას”,- განაცხადა შეიხმა.

ახალი კანონის მიხედვით, დუბაის მაცხოვრებლებმა კრიპტი სექტორში ჩართვამდე VARA-ში უნდა გაიარონ სავალდებულო რეგისტრაცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი