ინდოეთის სარეზერვო ბანკი სტაბილკოინის პროექტზე მუშაობას აგრძელებს

0
799

2022-23 წლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკი (RBI) სტაბილკოინის პროექტზე მუშაობას განაგრძობს.

თებერვალში, 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა, ციფრული რუპიის გაშვების შესახებ ისაუბრა. საკითხი ციფრული ეკონომიკის კონტექსტში განიხილებოდა.

ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, RBI-მ CBDC-ის დანერგვის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლაზე დაწერა.

მოხსენებაში, RBI-მ ხაზი გაუსვა ინდოეთის CBDC-ის საჭიროებას, შეესაბამებოდეს ინდოეთის მიზნებს, რომლებიც დაკავშირებულია მონეტარულ პოლიტიკასთან, ფინანსურ სტაბილურობასა და ვალუტისა და გადახდის სისტემების ეფექტურ ოპერაციებთან.

ამ საჭიროებიდან გამომდინარე, RBI ამჟამად განიხილავს CBDC-ის დიზაინის სხვადასხვა ვარიანტს, რომელიც შესაძლოა, ტრადიციულ სისტემასთან ერთად თანაარსებობდეს.

„ქვეყნის სარეზერვო ბანკი საზოგადოებას CBDC-ის დანერგვის ხარისხობრივ მიდგომას სთავაზობს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ სტაბილკოინმა უნდა გაიაროს კონცეფციის დადასტურების, პილოტირებისა და გაშვების ეტაპები”,- აღნიშნულია RBI-ს განცხადებაში.

ამჟამად, ინდოეთის სარეზერვო ბანკი კონცეფციის დადასტურების ეტაპზეა. უფრო კონკრატულად კი, RBI არის CBDC-ის გაშვების მიზანშეწონილობისა და ფუნქციონირების გადამოწმების პროცესში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი