ტექსასში კრიპტო სექტორი პოპულარობას ინარჩუნებს

0
991

მედიასთან საუბრისას marketcap.guide-ის დამფუძნებელმა, სემ ფელდმანმა განაცხადა, რომ ივლისიდან მოყოლებული ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში 100-ზე მეტი ბილბორდი განათავსა, რომელთაგან თითოეული მნახველებს სხვადასხვა ინფორმაციის შემცველ ტექსტს სთავაზობს.

ტექსტები კი ბიტკოინს, ტოკენებსა და კრიპტო სივრცის სხვა ასპექტებს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამები მიზნად ისახავდა გაეზარდა საზოგადოების ცნობიერება, რათა მეტი ადამიანი ჩართულიყო ბიტკოინით ვაჭრობაში, ან გამხდარიყო მისი მფლობელი, საიტმა შემოსავალი სრულიად მოულოდნელი გზით იშოვნა.

ბილბორდების დრონით გადაღებული ფოტოები NFT-ის სახით იყიდება.

სემ ფელდმანმა 624,000 დოლარზე მეტი დახარჯა არსებულ ბილბორდებზე, რომელთა დიდი ნაწილი უკვე NFT-ების სახით Solana-ზე იყიდება.

ფელდმანის თქმით, ის აპირებს გამოიყენოს გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 70% მომავალში ბილბორდების განთავსების გასაგრძელებლად.

დარჩენილი თანხა კი მომსახურე პერსონალის ხელფასებზე გადაანაწილოს.

„ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს, რომ დაიჯერონ ბილბორდების იდეა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებს და გაავრცელებს მიღებულ გამოცდილებას, მით მეტად გავრცელდება და ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება”,- განცხადა სემ ფელდმანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი