Newsweek–ი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული გამოცემაა, რომელიც იკვლევს გახდება თუ არა ბიტკოინი ახალი ოქროს სტანდარტი.
სტატიაში ციფრული ოქროს ნარატივზე მსჯელობა ხდება JPMorgan Chase-ის უახლესი მოდელის გამოყენებით, რომელიც აჩვენებს ბიტკოინის პოტენციურ ფასს, რომელიც 146,000 დოლარს შეადგენს.
სტატიაში წარმოდგენილია მცირედი ინფორმაცია კრიპტომოყვარულებისთვის, რომლებიც ადგენდნენ ბიტკოინის ფასის ზრდას.
“ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს, არ არის ოქრო, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ბიტკოინი. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს შეიძლება უფრო ღირებული იყოს”,- წერს სკოტ რივზი.
ბიტკოინმა წელს მრავალი მომხრე და თანამოაზრე გაიჩინა. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი.
ბიტკოინმა საზოგადოებაში განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ფასი 20,000 დოლარს გადასცდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსაზრება, რომ კრიპტო ბაზრის სიმყარეს ბიტკოინი განაპირობებს ფაქტად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ Guggenheim Partners-მა თავისი ბიტკოინ აქტივი 400,000 დოლარამდე გაზარდა.