სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის საცდელ ტესტირებას ზაფხულში დაიწყებს

0
1081

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები სტაბილკოინის ტესტირება 2021 წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში ჩატარდება. ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დაიწყო სატენდერო პროცესი, რათა აირჩიოს ტექნიკური პარტნიორი საცდელ გარემოში ციფრული ვალუტის გაშვების პროცესის შესასწავლად.

“ნაბიჯებს, რომელსაც ახლა ვდგამთ საგადახდო ანგარიშსწორების სისტემაში ცვლილებებისთვის კეთდება. ცვლილებები კი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს”,-აღნიშნულია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, საპილოტო პლატფორმა კომერციული ბანკებისა და საცალო ვაჭრობის ობიექტების ტრანზაქციების სიმულაციას წარმოადგენს.

საპილოტო პროგრამის ხანგრძლივობა დაგეგმილია, მაგრამ ტესტირება შესაძლოა, 2022 წელსაც გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ბანკმა თებერვალში სტაბილკოინთან დაკავშირებული განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო ციფრული ვალუტის სარგებელსა და ასევე იურიდიულ გამოწვევებზე.

მარტში კი Shinhan Bank-მა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საპილოტე პლატფორმა სტაბილკოინისთვის შექმნა. ბანკმა ასევე განაცხადა, რომ იგი მზად არის ცენტრალურ ბანკთან ეროვნული ციფრული ვალუტის შემუშავების პროექტის ფარგლებში ითანამშრომლოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი