ჯიმი დონალდსონი კრიპტოვალუტას უბრუნდება

0
1395

ცნობილი YouTuber-ი, ჯიმი დონალდსონი, იგივე “Mr Beast”, რომელსაც 50,2 მილიონი გამომწერი და 8,5 მილიარდი ნახვა აქვს, კვლავ კრიპტოვალუტას უბრუნდება.

დონალდსონი არ არის ახალი კრიპტო სფეროში და მიიჩნევა, რომ მან კრიპტოვალუტის ინვესტიციების საშუალებით მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა.

ჯიმი დონალდსონი კარიერის ადრეულ ეტაპზე საუბრობდა კრიპტოვალუტასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, ნელ-ნელა ჩამოშორდა ამ თემას, ხოლო ციფრული ვალუტაში დაგროვებული თანხა გაანაღდა.

მისტერ Beast-მა ასევე ისაუბრა KEEMSTAR-ის პოდკასტზე იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა მთელი თავისი კრიპტო აქტივის დაკარგვას 2018 წლის დასაწყისში.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯიმი დონალდსონი კრიპტოვალუტას “დაუბრუნდა” ფასის მატების შემდეგ. თუ როგორ წარმართავს ამჯერად დონალდსონი თავის აქტივებს ამის შესახებ, დროთა განმავლობაში, მისი არხიდან გახდება ცნობილი.

ჯიმი დონალდსონი გამოირჩევა თავისი ქველმოქმედებითაც. დონალდსონის დონაცია განკუთვნილია არამხოლოდ მისი მაყურებლისთვის, არამედ უცხო ადამიანებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი