კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა

0
932

ოთხშაბათს, 6 ოქტომბერს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად გაიზარდა.

ბიტკოინის ფასი 54.000 დოლარის ნიშნულს გადასცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული 55.000 დოლარის დონეს მაქსიმალურად მიახლოვებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტო ბაზარზე საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. ანალიტიკოსებს პოზიტიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ბიტკოინის ისტორიული მაქსიმუმის, 64.000 დოლარის განმეორება სავსებით შესაძლებელია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა ტრილიონ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაცია 422 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მონაცემებით ეთერიუმი კაპიტალიზაციით მეორე მსხვილი კრიპტოვალუტის სტატუსს კვალვ ინარჩუნებს.

ფასის მატება ეთერიუმმაც განიცადა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება დაახლოებით 5%-ით გაუმჯობესდა.

6 ოქტომბერს ეთერიუმის კურსი 3.594 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი