დუგლას თუმენი: ციფრული ვალუტა ახალი ეკონომიკური პროცესის დასაწყისია

0
1365

დუგლას თუმენმა, ცნობილმა კრიპტომოყვარულმა და Monero Talk-ის პოდკასტის წამყვანმა, მიმდინარე კონგრესის არჩევნებში წააგო მე-4 ოლქის წარმომადგნელის პოზიცია.

მან განაცხადა, რომ მონეროს ძირითადი პრინციპები ემთხვევა ამერიკის დაარსების პრინციპებს და ესაა ახალი ეკონომიკური სამყარო, რასაც ის America 2.0 – ციფრულ ეპოქად მოიხსენიებს.

Associated Press–ის არჩევნების შედეგების თანახმად, რესპუბლიკელმა თუმენმა 134,243 ხმა მიიღო მოქმედი დემოკრატი კეტლინ რაისის 147,580 ხმის წინააღმდეგ, რომელიც 2015 წლიდან იკავებს წარმომადგენლობითი პალატის მეოთხე ოლქის პალატის წევრის პოზიციას.

აღნიშნული ოლქი მოიცავს ნასაუს და ცენტრალურ სამხრეთ ნაწილს.

Monero პოდკასტერმა მისი კონგრესის პალატის წევრობის სურვილზე პირვალად მარტში განაცხადა და დასძინა, რომ ის მიიღებს შემოწირულობებს კრიპტოვალუტაში, რადგან მისი გამარჯვების შემთხვევაში დაკავებულ თანამდებობას გამოიყენებდა უფრო თანამედროვე ამერიკული ეკონომიკის დასანერგად.

”კრიპტო საზოგადოების უკან დახევით, ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ ფულს როგორც ჩვენი თავისუფალი სიტყვაა“, – თქვა კონგრესის კანდიდატმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი