ჯეკ დორსი კრიპტოვალუტის ბირჟას დააფუძნებს

0
1022

Square-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განცხადების თანახმად, სულ მალე ბიტკოინის სავაჭრო ბირჟა ოპერირებას დაიწყებს.

რა თქმა უნდა, პლატფორმის ბიტკოინის ბირჟა დეცენტრალიზებული იქნება.

ჯეკ დორსის პოსტის თანახმად, ბირჟის სახელწოდება ჯერ მოფიქრებული არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ Twitter-ის თანადამფუძნებელი ბიტკოინის დიდი ხნის გულშემატკივარია.

”ვფიქრობ, ბიტკოინის white paper-ი ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,” – აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს ჯეკ დორსიმ.

ჯეკ დორსის სჯერა, რომ ბიტკოინი ინტერნეტის ვალუტაა.

“ბიტკოინი იყო ის, რაც ინტერნეტში დაიბადა, ინტერნეტშივე განვითარდა და ინტერნეტითვე მოწმდება”,- აღნიშნა მან.

ჯეკ დორსიმ ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ბიტკოინი მომავლის ფულია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კომპანია, Square-ი, ბიტკოინით გადახდას უზრუნველყოფს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი