თურქი ფეხბურთელი ანაზღაურებას ბიტკოინში აიღებს

0
1909

თურქეთის საფეხბურთო ნაკრები Harunustaspor-ი იუწყება, რომ კლუბი მოთამაშეს ნაწილობრივ ბიტკოინში გადაუხდის.

ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება CNN Turk-ი ავრცელებს.

კლუბის ხელმძღვანელი ჰალდუნ საჰიტი CNN Turk-თან ამბობს, რომ მან დაიქირავა 22 წლის ომარ ფარუკი, რომელსაც 2000 ლირას (528 დოლარს) ბიტკოინში, ხოლო 2500 ლირას (661 დოლარი) ქეშად გადაუხდის.

ნახევრად პროფესიონალურ სპორტულ წრეებში მოთამაშის დაქირავებისათვის ასეთი ტიპის გადახდა პირველია. თუმცა, მსგავსი ფაქტი დეკემბრშიც დაფიქსირდა, როდესაც დანიის კლუბის Rungsted Seier Capital- ის საუკეთესო მოთამაშე ბიტკოინში იღებდა ანაზღაურებას.

Harunustaspor-ის მფლობელი აღნიშნავს, რომ ამ საქციელით ამაყობს, რადგან გუნდი ამ ფაქტმა პოპულარული გახადა, როგორც თურქეთში ისე, მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ Dallas Mavericks- ის მფლობელმა მარკ კუბანმა Twitter- ზე აღნიშნა, რომ მომავალი სეზონის ბილეთებს გულშემტკივრები ბიტკოინით შეიძენდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ ლიგის კლუბმა “არსენალმა” განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სპონსორებთან გარიგებას ICO-თი დაიწყებს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურქეთსა და დანიაში კრიპტოკოვალუტას არცთუ ისე, პოზიტიურად უყურებენ.

გასული წლის ბოლოს, თურქეთის მთავრობამ მოქალაქეებს განუცხადა, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება “არ იყო შესაფერისი” მუსლიმებისთვის.

კოპენჰაგენში, ამავე დროს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ლარს როდემ ბიტკოინს “სასიკვდილო” უწოდა და მოქალაქეებს სთხოვა კრიპტოვალუტისგან თავი შორს დაეჭირათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი