სტენლი მილერი: ოქროს ფსონი თუ მუშაობს, ბიტკოინის უკეთესად იმუშავებს

0
1329

ამერიკელმა მილიარდერმა, სტენლი მილერმა შეიცვალა აზრი ბიტკოინის შესახებ. მილერმა განაცხადა, რომ მას აქვს პოტენციალი შეინახოს ღირებულება მომავალი თაობებისთვის.

”თუ ოქროს ფსონი მუშაობს, ბიტკოინი ფსონი, ალბათ, უკეთესად იმუშავებს”,-აღნიშნა სტენლი მილერმა.

CNBC-ზე მიცემული ინტერვიუს დროს სტენლი მილერმა განაცხადა, რომ ის უფრო მეტად ოქროთი იყო დაინტერესებული და ინვესტიციებიც სწორედ ოქროში ჰქონდა გამყარებული.

თუმცა იგი ახლა ბიტკოინით არის დაინტერესებული და კრიპტოვალუტის პოტენციალს უსვამს ხაზსს. ამიტომ მან აღნიშნა, რომ შეიძინა კრიპტოვალუტა. თუმცა ციფრული ვალუტის რაოდენობა არ დაუზუსტებია.

”ბიტკოინი შეიძლება იყოს აქტივების კლასი, რომელსაც აქვს მრავალი მიმზიდველი მხარე, როგორც ღირებულების საცავს. ასევე ვფიქრობ, მას შეუძლია გაუძლოს ათასწლეულების გამოწვევასაც, მასში ინვესტირებით მრავალმა ადამიანმა იშოვნა დიდი რაოდენობის თანხა დასავლეთ სანაპიროზე. ყოველდღიურად ბიტკოინი უფრო მეტად სტაბილურდება”,-აღნიშნა სტენლი მილერმა.

Duquesne Capital-ის ყოფილი თავმჯდომარეს და პრეზიდენტ სტენლი მილერს, ამჟამად, თითქმის 4.4 მილიარდი დოლარი აქვს და მისი ბოლოდროინდელი კომენტარები სულ უფრო ხშირად ეხება ბიტკოინს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი