Mercado Bitcoin-ი მექსიკაში ფილიალის გახსნას გეგმავს

0
873

ბრაზილიური კრიპტო ბირჟა Mercado Bitcoin-მა შესაძლოა, ოპერირება მექსიკაში წელს დაიწყოს. ის ამჟამად მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცების მოლოდინშია.

Mercado Bitcoin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეინალდო რაბელომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია ელოდება მარეგულირებელ დამტკიცებას მექსიკაში ოპერირების დასაწყებად.

გაფართოების დეტალები გაურკვეველია, მაგრამ რაბელომ აპრილში მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცადა, რომ კრიპტო ბირჟის შეძენა უფრო მარტივი გზა იყო ახალ ბაზარზე ოპერირების მისაღწევად და განსახორციელებლად, რადგან ეს უკანასკნელი გამარტივებულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

იანვარში, Mercado Bitcoin-ის ოპერატორმა 2TM Group-მა იყიდა ლისაბონში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის CriptoLoja-ის საკონტროლო პაკეტი, რაც აღნიშნული კომპანიის პორტუგალიაში გაფართოების მიზნით განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, Coinbase-ი ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს 2TM-ის შესაძენად. მაშინ Coinbase-ი 2TM-ისთვის 2 მილიარდი დოლარის გადახდას აპირებდა. თუმცა მოლაპარაკებები მაისში უშედეგოდ დასრულდა.

რაბელომ განაცხადა, რომ 2TM დიდი სიფრთხილით უყურებდა ლათინური ამერიკის ბაზარს. მიუხედავად ვრცელი კომენტარისა, რაბელოს არ უთქვამს თუ სად აპირებს მომავალში მისი კომპანია გაფართოვების მიზნით შესყიდვების განხორციელებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი