უინკლევოსები: Facebook-ის კრიპტო პროექტი ინდუსტრიაზე დადებითად იმოქმედებს

0
1822

ტეილორ და კემერონ უინკლევოსები აცხადებენ, რომ Facebook-ის “საიდუმლო კრიპტო პროექტი” მხოლოდ დადებითად წაადგება ინდუსტრიას.

ამის შესახებ უინკლევოსებმა The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნეს.

ტყუპების თქმით, ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ კრიპტოვალუტას, როგორც ინოვაციას უფრო მნიშვნელოვანი და გაცილებით დიდი განვითარება ექნება, ვიდრე ეს სოციალური ქსელების პლატფორმებს აქვთ.

კემერონი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება, როგორც ღირებულების გადაცემისა და ბაზრების რესურსების მოზიდვის გზაზე, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური ქსელის კონცეფცია.

შეგახსენებთ, რომ უინკლევოსებსა და Facebook-ის ოფიციალურად ცნობილ დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს არაორდინალური ისტორია აკავშირებთ.

უინკლევოსები ცუკერბერგს სოციალური ქსელის იდეის მითვისებას ედავებოდნენ. საბოლოოდ, საქმე სასამართლომდე მივიდა და მარკ ცუკერბერგი იძულებული გახდა ​​ტყუპებისთვის მილიონობით დოლარი გადაეხადა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ New York Times-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი კრიპტოვალუტის პროექტზე მუშაობდა. როგორც გამოცემა წერდა, აღნიშნული პროექტის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი