Mastercard-ი ციფრული ვალუტის ინტეგრაციას გეგმავს

0
1683

MasterCard–მა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის გეგმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

2021 წელს კომპანია ერთ მილიარდამდე მომხმარებელს საშუალებას მისცემს დახარჯოს კრიპტოვალუტა 30 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში.

თუმცა, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის რომელი კრიპტოვალუტა იქნება მხარდაჭერილი. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გადასახადების გიგანტმა განაცხადა, რომ აპირებს სტაბილური მონეტების მხარდაჭერას, მათი საიმედოობისა და უსაფრთხოების გამო, Mastercard–მა კონკრეტული კრიპტოვალუტების დასახელებისგან თავი შეიკავა.

MasterCard– ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხმარებლებს შორის იზრდება ციფრული ვალუტის მოთხოვნა.

”ციფრული აქტივები ხდება საგადახდო სამყაროს უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, საქმე ეხება არჩევანს: MasterCard-ი არ არის იმისთვის შექმნილი, რომ გირჩიოთ კრიპტოვალუტების გამოყენება. თუმცა ჩვენ აქ ვართ, რათა მომხმარებლებს, სავაჭრო ობიექტებს და ბიზნესს კრიპტო სექტორში ინტეგრაცია შეეძლოს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, Mastercard–ი მომხმარებელს ოთხ ძირითად კრიტერიუმს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც იგი შეაფასებს სავარაუდო აქტივებს. ეს კრიტერიუმებია: მომხმარებელთა ძლიერი დაცვის სისტემა, მათ შორის კლიენტთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების, KYC–ის მკაცრი დაცვა, ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების გათვალისწინება.

MasterCard–მა ასევე აღნიშნა, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს რამდენიმე მთავარ ცენტრალურ ბანკთან სტაბილკოინის მხარდაჭერის მიზნით.

ამასთანავე, MasterCard–მა უკვე გამოყო მნიშვნელოვანი რესურსები, განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიის შესასწავლად. ამჟამად კომპანიას აქვს 89 Blockchain პატენტი.

შეგახსენებთ რომ, გასულ წელს, კომპანიამ გამოუშვა ციფრული “სავარჯიშო ინსტრუმენტი” იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას სტაბილკოინი MasterCard-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი