ლაიტკოინის უსაფრთხოების სისტემა შემოწმებას გადის

0
1061

ლაიტკოინის კონფიდენციალურობის ფუნქციის შემოწმება მოხდება, რადგან ევროპოლის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა კონფიდენცუალურ მონაცემებზე თავდასხმის საფრთხე.

შედეგად ლაიტკოინმა MimbleWimble ტესტნეტი განაახლა. ეს არის პროტოკოლი, რომელიც მიზნად ისახავს კონფიდენციალურობის ამაღლებას.

MimbleWimble არის ალტერნატიული სატესტო ალგორითმი რისი მეშვეობითაც ინდივიდუალური აიპი მისამართები ერთ დიდ ბლოკად ყალიბდება და ყოველი ინდივიდუალური ტრანზაქცია მისი გავლით ხორციელდება, რაც ხელს უშლის კონფიდენციალური ინფორმაციის ხილვადობას.

დევიდ ბარკეტი, ლაიტკოინის MimbleWimble პროტოკოლის წამყვანი დეველოპერი, აცხადებს რომ სრული ტესტნეტის გააქტიურება მოხდება მომავალ წელს და მისით სარგებლობა შეეძლებათ მაინერებს, სხვადასხვა ქსელური კვანძის ოპერატორებსა და სხვა მომხმარებლებს.

აღნიშნული ტესტნეტი სექტემბის ბოლოს დაიწყო, მაგრამ მონაწილეების დაბალი ჩართულობის გამო გადაიდო და ჯერ კიდევ ამოქმედების პროცესშია.

ევროპოლის ინტერნეტ დანაშაულებათა განყოფილების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ 2020 წელს ძირითად საფრთხეს სწორედ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა წამოადგენს. ყოველი კიბერ თავდასხმის დროს კონფიდენციალური ინფორმაცია საფრთხის წინაშე დგება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი