უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურია

0
1280

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. 10 იანვრდიდან მოყოლებული კრიპტოვალუტის ფასი ძირითადად 8.000-სა და 8.958 დოლარს შორის მოძრაობს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს 18 და 19 იანვარს ბიტკოინის მიერ დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ნიშნული: 18 იანვარს კრიპტოვალუტის კურსი 9.012 დოლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო დღეს ფასი 9.164 დოლარამდე გაიზარდა.

ხუთშაბათს, 23 იანვარს კრიპტოვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით ოდნავ შემცირებული იყო. ფასი 8.360 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ფასმა 3.61%-ით დაიკლო.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ბოლო პერიოდის ფასების შემცირების მიუხედავად ბიტკოინის ბაზარზე დომინიერება 65.9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო ორი კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასი 140-დან 177 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. 23 იანვარს კი ეთერიუმის ღირებულება 161 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 229 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი