Paxos-მა სხვადასხვა კომპანიისგან მსხვილი თანხები კრიპტო სივრცის განვითარებისთვის მიიღო

0
1373

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტაბილკოინის ოპერატორმა Paxos-მა 142 მილიონი აშშ დოლარი ინვესტორებისგან მოიზიდა, მათ შორის PayPal-ისა და Mithril Capital-სგან, რომლის შესახებაც კვირის დასაწყისში განუცხადა საზოგადოებას.

მილიარდერ დევიდ რუბენშტეინის მხარდაჭერით, აშშ-ს საინვესტიციო ფირმა Declaration Partners-ი დაფინანსების რაუნდს სხვა მონაწილეებთან ერთად ხელმძღვანელობდა.

Paxos–ის ისეთი მხარდამჭერები, როგორიცაა RFE Ventures და Liberty City Ventures-ი ასევე იღებდნენ მიმდინარე საინვესტიციო რაუნდში მონაწილეობას.

142 მილიონიანი სერიის C რაუნდის დახურვისთანავე, Paxos–მა 240 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო ინვესტორებისა და მხარდამჭერებისგან.

Paxos–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლზ კასკარილამ კომენტარი გააკეთა განვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიღებული თანხა კომპანიას კრიპტო სივრცეში არსებული გეგმების განხორციელებაში დაეხმარება.

“ჩვენი „C“ რაუნდის დაფინანსება დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა მომავალში და დავაჩქაროთ ჩვენი ზრდა. ჩვენ გვსურს, გუნდის გაორმაგება, ამჟამინდელი პროდუქტის გადაწყვეტილებების გაფართოება და ახალი პროდუქტების მიღება, რაც საწარმოებს სჭირდებათ”,-აღნიშნა Paxos–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი