დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის მიმართ პოლიტიკოსებს შორის მსჯელობა არ წყდება.
მაგალითად, საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი, ბრუნო დე მეირი აცხადებს, რომ Libra-ს შესახებ განხილვა G-7-ის სამიტზე უნდა მოხდეს.
დემოკრატი კონგრესმენის მაქს უოტერსის აზრით კი, სოციალურმა ქსელმა გამოშვების პროცესი მანამდე უნდა შეაჩეროს, სანამ კონგრესი საკითხს არ განიხილვას.
ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, Facebook-ის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა 2020 წელს გამოვა. განსხვავებით სხვა კრიპტოვალუტებისგან, Libra-ს აქვს ამბიცია, რომ ადგილობრივი ვალუტა ჩაანაცვლოს.
თუმცა ასეთი “ჩანაცვლება” შესაძლებელია ისეთ ქვეყნებში, სადაც კორუფცია ჭარბობს. გარდა ამისა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, Facebook-ის ციფრული ვალუტა მომხმარებელს საშუალებას მისცემს სხვადასხვა საგადასახადო ოპერაცია პირდაპირ სოციალური ქსელის საშუალებით განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიის ფედერალური საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტისთვის მარეგულირებელი წესები აუცილებლად უნდა შეიქმნას.