საფეხბურთო გუნდი Miami Dolphins-ი ლაიტკოინთან ითანამშრომლებს

0
1266

პროფესიონალურმა საფეხბურთო ამერიკულმა გუნდმა Miami Dolphins-მა განაცხადა, რომ ლაიტკოინი გუნდის ოფიციალური კრიპტოვალუტა გახდება.

Miami Dolphins-ს და ლაიტკოინს ექნებათ პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მოიცავს სავაჭრო მომსახურებას და საქველმოქმედო საქმიანობას.

ასევე კრიპტოვალუტის მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ თამაშის ბილეთები ლაიტკოინითა და ბიტკოინით. ციფრული ვალუტებით ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს შეეძლებათ ონლაინ ან სტადიონის ჯიხურების მეშვეობით.

ლაიტკოინის შემქმნელი და ფონდის მმართველი დირექტორი, ჩარლი ლი იმედოვნებს, რომ ამ პარტნიორობა კრიპტოვალუტის მომავალზე დადებითად აისახება.

“ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს ლაიტკოინის მსოფლიო აუდიტორიის წინაშე წარდგენას. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი პარტნიორობა არის კარგი გზა კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად”,- განაცხადა ჩარლი ლიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ NBA-ს Dallas Mavericks-ის თამაშებზე ბილეთების შეძენა ბიტკოინით იქნებოდა შესაძლებელი.

მანამდე კი 2014 წელს, Sacramento Kings-მა ოფიციალურად დაიწყო ბიტკოინით, როგორც სარეკლამო პროდუქტების მიღება, ასევე ბილეთების გაყიდვაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი