Libra-ს ასოციაცია ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

0
1671

როგორც ცნობილი გახდა, Libra-ს ასოციაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის მარეგულირებელთან.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს Facebook-ის კრიპტოვალუტის შესახებ.

მაგალითად, გერმანია Libra-ს განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას არ გეგმავს.

როგორც ადგილობრივი ყოველკვირეული ახალი ამბების გამოცემა Spiegel-ი იტყობინება, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, თომას ჰეილმანი, რომელიც პასუხისმგებელია ბავარიაში Blockchain პოლიტიკაზე უარს ამბობს Libra-ს ადაპტაციაზე.

მედიასთან საუბრის დროს თომას ჰეილმანმა აღნიშნა, რომ კოალიცია არ დაუშვებს Libra-ს ბაზარზე შემოსვლას.

”ამ დრომდე, ეკონომიკურის სფეროს წარმომადგენლებმა დიდი სამუშაო გასწიეს კრიზისებისა და ინფლაციის წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც ციფრული ვალუტის პროვაიდერი ბაზარზე დომინირებას დაიწყებს სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის რთული ვითარება შეიქმნება”,- განაცხადა თომას ჰეილმანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი Libra-ს გამოშვების კონკრეტული თარიღი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი