Ledger-ი NFT-ზე ორიენტირებულ საფულეს გამოუშვებს

0
1669

კრიპტო საფულის ტექნიკური მიმწოდებელი Ledger-ი, რომელიც უსაფრთხო შენახვისთვისაა შექმნილი, სრულიად ახალ საფულეს უშვებს, რომელიც NFT-ზე არის მორგებული.

ახალი პროდუქტი, სახელწოდებით Ledger Nano S Plus-ი 2016 წელს გამოშვებული Nano საფულის ტექნოლოგიაზეა შექმნილი და NFT კოლექციონერების საჭიროებებზეა გათვლილი.

აღნიშნული Ledger Nano S Plus მეექვსე თაობის კრიპტოვალუტის საფულეა. ეს კი მას შემდეგ იქნა გამოშვებული, რაც Ledger-მა 2015 წელს პირველი HW1 საფულე შესთავაზა საზოგადოებას. ნოვატორულ საფულესა და მისი ფუნქციონირების დეტალებზე კომპანიის გამოცდილების მთავარმა ოფიცერმა, იან როჯერმა მედიასთან ისაუბრა.

2019 წელს გამოშვებული Ledger Nano X-ის დებიუტის შემდეგ ეს არის აღნიშნულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საფულის პირველი განახლება.

Nano S Plus-ს აქვს Ledger Live-ის „მკაფიო ხელმოწერის“ უახლესი ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც Web3 მომხმარებლებისთვის უფრო უსაფრთხო გამოცდილების შეთავაზებას ისხავს მიზნად.

Ledger-ის ტექნოლოგიის მთავარმა ოფიცერმა, ჩარლზ გილემეტმა საზოგადოება ადრე გააფრთხილა Blockchain ტრანზაქციების ხელმოწერის რისკების შესახებ. უახლესი ტექნოლოგიები კი უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი