მობილური აპლიკაციის პროვაიდერი Kakao Blockchain-ის განვითარებაზე ზრუნვას იწყებს

0
2088

სამხრეთ კორეის მობილური აპლიკაციის პროვაიდერმა Kakao-მ დაადასტურა, რომ შვილობილ, Blockchain ტექნოლოგიის კომპანიას აფუძნებს.

პრესკონფერენციაზე სამხრეთ კორეის უმსხვილესი მობილური აპლიკაციის ოპერატორმა განაცხადა, რომ კომპანიამ ახალი საქმიანობა წამოიწყო, რომელიც წლის განმავლობაში Blockchain პლატფორმის განვითარებას გულისხმობს.

ასევე შვილობილი კომპანია Ground X მომავალში Blockchain სერვისების ინტეგრირებას Kakao-ს ინტერნეტ-შეთავაზებით აპირებს. ამის შესახებ Kakao-ს დამფუძნებლები ჯო სუ-იონგი და იეო მინ-სოო აცხადებენ.

ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ Kakao Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას გეგმავდა მარტის დასაწყისში გავრცელდა.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Kakao-მ შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტა, Kakao Coin-ი გამოუშვას. ასევე მედიით ცნობილი გახდა, რომ Kakao Coin-ს ICO-ს სახე ექნება და სამხრეთ კორეის საზღვრებს მიღმა გავრცელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას, ICO-სთან ან სამხრეთ კორეის საზღვრებს მიღმა ვაჭრობის შესახებ ჯო სუ-იონგი უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ Kakao ჩართული იყო სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟა Upbit-ის დაფუძნებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი