სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის კვლევა: გამოკითხულთა 21.6%-მა იცის რა არის კრიპტოვალუტა

0
2019

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ 20-დან 30-წლამდე ახალგაზრდებმა არა მხოლოდ, იციან კრიპტოვალუტის შესახებ არამედ, მზად არიან ციფრულ ვალუტაში ინვესტიციების ჩასადებად.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.

ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2.511 გამოკითხული რესპონდენტის 21.6%-ი ინფორმაციას ფლობს ციფრული ვალუტის შესახებ.

იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინც კრიპტოვალუტაში ინვესტიციის მოზიდვას ითხოვს 20 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 24.2% იყო, ხოლო 30 წლის ადამინებში – 20.1%.

რაც შეეხება ასაკით უფროს ადამიანებს, ამ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი ნელ-ნელა მცირდება. 60 წლის რესპონდენტებიდან მხოლოდ 5.7% -მა იცოდა კრიპტოვალუტის შესახებ, ხოლო გამოკითხულთა 70 წლის ადამიანებს შორის 2.2%-მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების შესახებ სმენია.

საინტერესოა ის ფაქტი რომ, ასაკით უფროს რესპონდენტები თამამად აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიციას ჩადებდნენ. ეს კი, გამოკითხულთა დაახლოებით, 14% განაცხადა.

2017 წლის ოქტომბერში, სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის მმართველმა ლი ჯუ-იეოლმა აღნიშნა, რომ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიც არის ბიტკოინი უფრო მეტად აღქმულია, როგორც ქონება და არა, როგორც ვალუტა.

“საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის განმარტების თანახმად, რთულია კრიპტოვალუტა ვალუტად განიხილო. ციფრული ვალუტის რეგულირება მისაღებია, რადგან იგი პროდუქტად მიიჩნევა და ეს არ შეიძლება რეგულირდებოდეს ვალუტის დონეზე”,- აცხადებდა სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის მმართველი ლი ჯუ-იეოლი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი