შვეიცარული სტარტაპი კრიპტომომსახურების გაწევისთვის 100 მილიონი ფრანკის ინვესტიციას განახორციელებს

0
1708

შვეიცარიაში დაფუძნებული სტარტაპი SEBA Crypto AG-ი 100 მილიონი შვეიცარული ფრანკის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, რათა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა შესძლოს.

სტარტაპს სათავეში უდგას შვეიცარიის მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის ყოფილი თანამშრომელი, გუიდო ბაჰლერი. ის სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. ხოლო, რაც შეეხება კომპანიის თავმჯდომარეს, რომლის პოსტსაც ანდრეას ემშევანდი იკავებს ამ ეტაპზე იგი ცდილობს შვეიცარიის საფინანსო ბაზრის მარეგულირებლისგან ლიცენზიის მიღებას.

ლიცენზია კომპანიას საშუალებას მისცემს განახორციელოს ბანკებისა და კვალიფიციური ინვესტორებისთვის კრიპტო-სავაჭრო და საინვესტიციო ოპერაციები.

აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტარტაპის მიზანია გახდეს ხიდი ტრადიციულ საბანკო სისტემასა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიას შორის. სტარტაპი ასევე აპირებს კორპორატიული კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევას ICO-სა და სხვა ციფრული აქტივებთან დაკავშირებით.

“შვეიცარიაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება ხელისუფლებისგან, რათა შეიქმნას კომპლექსური მარეგულირებელი გარემო Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისა და კრიპტო აქტივების მდგრადი, სტაბილური ზრდისთვის”,-განაცხადა ანდრეას ემშევანდმა.

სტარტაპი გეგმავს სხვადასხვა ჰაბების დაარსებს. ინვესტორები, რომლებიც სტარტაპს აფინანსებენ მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა BlackRiver-ი, ჰონგ-კონგში დაფუძნებული Summer Capital-ი და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი