JPMorgan Chase-ის ყოფილი წევრი: Blockchain-ი შესაძლოა, ფინანსური კრიზისის თავიდან არიდების საშუალება გახდეს

0
1477

JPMorgan Chase-ის ჩრდილოეთ ამერიკის საინვესტიციო ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგია შესაძლოა, მომავალი გლობალური ფინანსური კრიზისის თავიდან აცილების საშუალება იყოს.

ამის შესახებ China Economic Times-ი იტყობინება.

აზიის Blockchain ინსტიტუტის საპატიო მრჩეველი პენგ ჰადონგი ამას საკუთარი გამოცდილებით ამბობს და იხსენებს იმ ფაქტს, როდესაც 2008 წელს JPMorgan-ი ფინანსური კრიზისის წინაშე იდგა.

აზიის Blockchain ინსტიტუტის საპატიო მრჩეველი აცხადებს, რომ Blockchain-ი გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში გამჭვირვალობის დასანერგად მნიშვნელოვანი ტექნოლოგია გახდება.

“2008 წლის ფინანსური კრიზისი იყო ყველაზე უარესი, 300 მილიონი დოლარი იყო ყოველდღიური ზარალი. მე ნელ-ნელა მივხვდი, რომ Blockchain ტექნოლოგია შეიძლება იყოს შემდეგი გლობალური ფინანსური კრიზისის თავიდან აცილების გზა”,-აცხადებს პენგ ჰადონგი.

ჰადონგმა იქვე დასძინა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. მისი განვითარების პერსპექტივები კი უსაზღვროა. აზიის Blockchain ინსტიტუტის საპატიო მრჩეველი მიიჩნევს, რომ Blockchain-ი ინოვაციის ქვაკუთხედია, რომელსაც გამჭვირვალე სისტემების ჩამოყალიბება და გლობალურ ფინანსური რისკების შემცირება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკა კრიპტოვალუტის მიმართ საკმაოდ მკაცრია, პოლიტიკური, აკადემიური და საფინანსო სექტორის აქტიურობის შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტმა Blockchain-ის პოტენციალი დადებითად შეაფასა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი