G20-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი ოქტომბრისთვის გადაიდო

0
2002

კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე G20-ის წევრი ქვეყნები ოქტომბერში იმსჯელებენ.

G20 სამიტში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკის მმართველებისგან შემდგარი ჯგუფის მოსაზრებით, მთავარი გადასაწყვეტი საკითხი არის კრიპტოვალუტის მიმართ რეგულაციის დაწესება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოთხი თვის განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ჯგუფის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ გამოეცათ ძალინ კონკრეტულ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლებოდა კრიპტოვალუტის დარეგულირება საერთაშორისო დონეზე.

თუმცა, ამ თვეების განმავლობაში არაერთი მსჯელობის შედეგად, ჯგუფის პოზიციები მეტნაკლებად შერბილდა. უფრო კონკრეტულად, კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი 2018 წლის ოქტომბრისთვის გადაიდო.

G20 სამიტის ზოგადი განწყობა კრიპტოვალუტის მიმართ ასე ჩამოყალიბდა, რომ ტექნოლოგია არის, როგორც სარგებლის მომტანი ასევე ის შეიცავს გარკვეული სახის რისკებსაც.

“ტექნოლოგიური ინოვაციებს, მათ შორის კრიპტო-აქტივებს, ფინანსური სისტემისთვის და გლობალურ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთანავე, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის ფლობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან არის დაკავშირებული. ეს საკითხები პირველ რიგში ინვესტორების დაცვასა და ბაზრის სამართლიან პრინციპებს ეხება. ასევე მნიშვნელოვანია რისკების საკითხიც, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან შესაძლო კავშირს გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი