ყაზახეთი ციფრული ვალუტის მიმართ კვლავ დადებითად არის განწყობილი

0
1084

ყაზახეთის მთავრობის განცხადების თანახმად, ამ წლის ბოლოს ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს.

ადმინისტრაციამ ჩინეთთან ერთად ციფრული ვალუტის განვითარების გეგმა გამოაქვეყნა.

ამასთანავე, ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს ცნობით, ყაზახეთი გეგმავს ციფრული ვალუტის მოპოვების ინვესტიციის გაორმაგებას მიმდინარე წლის ბოლოს. სამინისტროს განცხადებაში ისიც აღნიშნული იყო, რომ ყაზახეთი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებას აგრძელებს.

ანგარიშის თანახმად, ყაზახეთის ციფრული ვალუტის მოპოვების პროექტმა მოიზიდა 82,6 მილიონი ტენგი, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.

როგორც ცნობილია, 2020 წელს ამ ინვესტიციის მასშტაბები 80 მილიონი ტენგით გაიზრდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთი მომავალი სამი წლის განმავლობაში კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობის საშუალებით ინვესტიციების მოზიდვას აპირებდა.

საუბარი შეეხებოდა 740 მილიონი დოლარს.

Astana Times–ის ცნობით, ყაზახეთის ციფრული განვითარების, ინოვაციისა და აერონავტიკური მრეწველობის მინისტრმა, ასკარ ზუმაგალიევმა გეგმა შეადგინა, რომელიც ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატას გადაეცა.

საპარლამენტო სესიის განმავლობაში, სადაც განიხილავდნენ კრიპტოვალუტის გაცემის და მიმოქცევის შესაძლო აკრძალვას, მინისტრმა მაინინგის სფეროში ხაზი გაუსვა ისეთი ქვეყნების პროგრესს, როგორიცაა შეერთებული შტატები, შვედეთი და სამხრეთ კორეა.

მან დასძინა, რომ მაინინგის სექტორი ყაზახეთშიც იზრდება. ამჟამად ქვეყანაში 14 კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია მოქმედებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი