JPMorgan-ის განცხადებით, ბიტკოინის “სამართლიანი ფასი” 35.000 დოლარია.
ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan-მა ბიტკოინის ფასი დაადგინა, რომელიც იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამჟამინდელი კურსი.
ინვესტორებისთვის მიცემულ ანგარიშში, როგორც ბანკის პერსპექტივის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებულია ალტერნატიულ ინვესტიციებზე, სტრატეგებმა განაცხადეს, რომ 2022 წლისთვის ციფრული ვალუტის სექტორმა უკეთესი შედეგი უნდა აჩვენოს.
მათ ასევე განაცხადეს, რომ ბიტკოინის “სამართლიანი ღირებულება“ დაახლოებით 35.000 დოლარია. ეს კურსი დაახლოებით 45%-ით ნაკლებია ამჟამინდელ სავაჭრო ფასზე, რომელიც 63.000 დოლარს შეადგენს.
მიუხედავად ბიტკოინის ახალდელი ფასის ზრდის ტენდენციისა, ანალიტიკოსები კრიპტოვალუტას კვლავ არასტაბილურ “აქტივად” განიხილავენ.
ბიტკოინის ფასის ცვალებადობასთან დაკავშირებით საუბრობენ, თითქმის, ყველა ეკონომიკურ სამიტზე. ყველაზე ხშირად მსჯელობა მიდის იმასთან დაკავშირებით შეინარჩუნებს, თუ არა ბიტკოინი მიმდინარე ფასს, თუ 100.000 დოლარამდე გაიზრდება და შემდეგ დასტაბილურდება.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 ნოემბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 188 მილიარდ დოლარს შეადგენდა.